ზუგდიდში სამართლებრივ საკითხებსა და სერვისებზე დევნილი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ს მინისტრის აპარატის ორგანიზებით სამართლებრივ საკითხებსა და სერვისებზე დევნილი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შეხვედრა გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ მიმართეს.
„ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილეები და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა პრეზენტაცია დევნილთა სამართლებრივ საკითხებსა და სერვისებზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრის ეკატერინე მარშანიას და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილის ლევან გვენეტაძის ჩართულობით.
ასევე, პროექტის: „ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გამოწვევების კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია შედგა.
შეხვედრის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლება მოქმედ სამართლებრივ სერვისებზე, სამთავრობო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერება დევნილთა სამართლებრივი დახმარების კუთხით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს