ილონ მასკი – USAID ჭიების გორგალია

როდესაც USAID-ი გამოვიკვლიეთ, ცხადი გახდა, რომ ის, რაც გვაქვს, არის არა ჭიანი ვაშლი, არამედ ჭიების გორგალი, – ამის შესახებ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ს ადმინისტრაციაში -ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„თუ გაქვს ჭიანი ვაშლი, შეგიძლია ჭიის ამოღება, თუ გაქვს ჭიების მთელი გორგალი, უიმედო მდგომარეობაა. USAID-ი ჭიების გორგალია“, – წერს მასკი.
ცნობისთვის, ილონ მასკმა გუშინ განაცხადა, რომ USAID არის „კრიმინალური ორგანიზაცია და დროა მოკვდეს“. ამასთან, მისი მტკიცებით, USAID-მა დააფინანსა ბიოიარაღის კვლევა. “იცოდით, რომ USAID-მა თქვენი საგადასახადო დოლარის გამოყენებით დააფინანსა ბიოიარაღის კვლევა, მათ შორის COVID-19, რომელმაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა?”- დაწერა მასკმა X-ზე.