ილონ მასკის განცხადებით, ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში -ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი USAID-ის დახურვას დათანხმდა. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
მასკის თქმით, ის რამდენჯერმე შეხვდა ტრამპს ამ თემაზე და USAID-ის დახურვაზე ჰკითხა: „დარწმუნებული ხართ?“. ტრამპმა თქვა, კი. „შესაბამისად, ჩვენ მას ვხურავთ“, – დასძინა მასკმა.