“რომა” და “ემპოლი” ვერ შეთანხმდნენ – გოგლიჩიძის ტრანსფერი ჩაიშალა

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ემპოლის” მცველმა საბა გოგლიჩიძემ “რომასთან” პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და კლუბების მორიგების შემთხვევაში ქართველი კარიერას “ჯალოროსიში” გააგრძელებდა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, “რომა” ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს “გალათასარაის” მცველთან ვიქტორ ნელსონთან აწარმოებს, რადგან “ემპოლისთან” მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
საქმე იმაშია, რომ “მგლები” “ემპოლის” არა ტრანსფერს, არამედ იჯარით წაყვანას სთავაზობდნენ, რაზეც “ემპოლიმ” უარი განაცხადა.
აღნიშნულ ინფორმაცია “რომას” მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმაც დაადასტურა.