აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სანაპიროზე რამდენიმე მომიტინგე, მათ შორის გიორგი ქადაგიძე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე დააკავეს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ქადაგიძე საპროტესტო მსვლელობის მიმდინარეობისას, სანაპიროზე, ტროტუარზე დააკავეს.

ამავე ინფორმაციით, ადგილზე დაკავებულია პროტესტის კიდევ რამდენიმე მონაწილე.

პროტესტის მონაწილეები აღმაშენებლის ხეივნიდან სანაპიროს გავლით მსვლელობით, რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილდებიან.

არაოფიციალური ცნობებით, აქციის მიმდინარეობისას დღის განმავლობაში, 20-ზე მეტი პირი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო