ბელგიის პრემიერი – მნიშვნელოვანი გზავნილი გავუგზავნეთ ყველას, ვინც ევროპას კეთილდღეობისა და მშვიდობის სავანედ მიიჩნევს და ასევე მათ, ვინც ამას ემუქრება, განსაკუთრებით მოსკოვს

ჩვენი გზავნილი არის ის, რომ ვისაც სურს იცხოვროს კეთილდღეობაში, ვისაც სურს იცხოვროს საზოგადოებაში, რომელშიც პატივს სცემენ ერთმანეთს და პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, ვისაც სურს უსაფრთხოდ იცხოვროს და ღიაა საჭირო რეფორმების გასატარებლად – ჩვენ, როგორც ევროპელები, ღია ვართ მისთვის,- ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ განაცხადა.
„ვფიქრობ, ჩვენ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გავუგზავნეთ ყველას, ვინც ევროპას კეთილდღეობისა და მშვიდობის სამოთხედ უყურებს და ძალიან მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ მათაც, ვინც მათ ემუქრება და განსაკუთრებით მოსკოვს, რომ ჩვენ არ შევშინდებით რთულ მომენტებშიც კი, ერთიანი ვრჩებით და ვიღებთ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა ბელგიის პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა