ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს, მისი გადაკეტვა ან ბლოკირება ისჯება კანონით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჯგუფურად ამ ყველაფრის ჩადენა ისჯება 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს, მისი გადაკეტვა ან ბლოკირება ისჯება კანონით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჯგუფურად ამ ყველაფრის ჩადენა ისჯება 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით
ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს, მისი გადაკეტვა ან ბლოკირება ისჯება კანონით, ისჯება საკმაოდ მძიმე სანქციით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჯგუფურად ამ ყველაფრის ჩადენა ისჯება 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო დაიცავს სტრატეგიულ ობიექტებს, არ მიცემს არავის იმის საშუალებას, რომ გადაიკეტოს საავტომობილო მაგისტრალები და ყველა პირი, ვინც იქნება ასეთ ქმედებაში შემჩნეული, იქნება დასჯილი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცეული.
„მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველას კარგად დაფიქრდნენ, სანამ დანაშაულის ჩადენას გადაწყვეტენ და ამით საკუთარ თავს ჩაიგდებენ საფრთხეში და ამ ქმედებით, როგორც სახელმწიფოს მიაყენებენ ზიანს, ასევე საკუთარ თავისუფლებას, რადგანაც სახელმწიფო რა თქმა უნდა მკაცრად დაიცავს სტრატეგიულ ობიექტებს, არ მიცემს არავის იმის საშუალებას, რომ გადაიკეტოს საავტომობილო მაგისტრალები და ყველა პირი, ვინც იქნება ასეთ ქმედებაში შემჩნეული, ბუნებრივია იქნება დასჯილი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცეული. ვინც მსგავს წინადადებას, მსგავს სურვილებს გამოთქვამს და ახალისებს ადამიანებს, ბუნებრივია მათ მიმართაც იქნება ანალოგიურად დაწყებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხები. ასე რომ კარგად დაფიქრდნენ, არ ჩაიდინონ დანაშაული და საკუთარი თავი არ ჩაიგდონ დიდ საფრთხეში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა