500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს

12-კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამის დასრულების შემდეგ, 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებს ჰქონდათ შესაძლებლობა, Demo Day-ს ფარგლებში საკუთარი კომპანიები უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ. წელს, 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის Demo Day 14 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა.
500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, 14 დეკემბერს 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის შემაჯამებელ ღონისძიებას – Demo Day-ს უმასპინძლა. 5 ქვეყნის 10 სტარტაპს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი კომპანიები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო სტეიკჰოლდერებისთვის, ვენჩურული კაპიტალის მქონე საზოგადოების, ბიზნეს და მედია წარმომადგენლებისთვის. Demo Day შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს, დაამყარონ ღირებული კავშირები, რაც მათ ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება.
ამასთან, Demo Day-ს ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ლორენს ჩუ, Global Tech M&A at Goodwin-ის თანათავმჯდომარე, ერთან ქანი, Multiple Capital-ის მმართველი პარტნიორი, კორტნი პოველი, 500 Global-ის მმართველი ოპერაციული მენეჯერი (COO) და ფარუქ ალიევი, Pasha Holding-ის ინოვაციების მიმართულების დირექტორი. პანელის მოდერატორი იყო მაიკ ბუჩერი, TechCrunch-ის რედაქტორი.
500 Georgia-ს მეექვსე ნაკადისთვის სტარტაპების შერჩევა უკვე დაიწყო. მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შევსება შესაძლებელია ვებგვერდზე.
500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილე სტარტაპები არიან:
· Awork – საქართველო: Awork-ი არის შესაძლებლობა ერთი მხრივ, სამუშაოს მაძიებლებისთვის, აღმოაჩინონ მათთვის იდეალური შეთავაზება ერთი „სვაიფით“, მეორე მხრივ კი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, გაზარდონ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ ცნობადობა;
· Beep – აზერბაიჯანი: გაზარდე პროდუქტიულობა Beep-თან ერთად, გააზიარე სურათები და უკუკავშირი თითის ერთი დაჭერით;
· GoDays – ყაზახეთი: იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა უზრუნველყოს თანამშრომლების „გადაწვის“ პრევენცია და მოახდინოს სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია, რათა მისცეს მათ შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი;
· HopShop – სომხეთი: HopShop ახდენს მოდისგან მიღებული ინსპირაციის მონეტიზაციას, რისთვისაც ქმნის ონლაინ მაღაზიებს ინსტაგრამ ინფლუენსერებისთვის და აძლევს მათ შესაძლებლობას, გააფორმონ პარტნიორობები როგორც სელერებთან, ასევე ბრენდებთან;
· My AI – ავსტრია: გამოიმუშავე და გამოიყენე ლოიალობის ქულები სხვადასხვა ბრენდებში, დაცული ბლოკჩეინ პლატფორმის მეშვეობით;
· OHMYSYNT – სომხეთი: ბრენდებისთვის შექმნილი, პერსონალიზებული AI კონტენტი;
· Perkskit – აზერბაიჯანი: SAAS პლატფორმა, შექმნილი დასაქმებულთა ბენეფიტების მენეჯმენტისთვის;
· Porte – ყაზახეთი: ციფრული „კონსიერჟი“ სასტუმროებისთვის;
· STORI – საქართველო: ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მარკეტინგული კონტენტის ავტომატიზაციისთვის შექმნილი ხელსაწყო;
· UniSub – საქართველო: გადახდების პლატფორმა, რომელიც ყოველთვიური წევრობის გადასახადს კრიპტო ვალუტაში იღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა