მას შეუძლია, ეს ნივთიერება თავის სახლთან დაყაროს და ისიამოვნოს – მათიკაშვილი თორნტონზე

მას შეუძლია, ეს ნივთიერება თავის სახლთან დაყაროს და ისიამოვნოს – მათიკაშვილი თორნტონზე
ლორა თორნტონს შეუძლია, ეს ნივთიერება თვითონ დაყაროს თავის სახლთან და ისიამოვნოს ამ ყველაფრით, ეს უზრდელობა და მორალს ზღვარს ქვემოთ დაშვება იქ გააკეთოს, სადაც მისი ქვეყანა და მისი სამშობლოა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილი გამოეხმაურა „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადებას, რომლითაც თორნტონმა პროტესტის ნიშნად ქართველ ფერმერებს სამთავრობო შენობებთან ნაკელის დაყრისკენ მოუწოდა.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ ეს წარმომადგენლები საკუთარ უზნეობაში ასწრებენ ერთმანეთს, ცალკე ზურაბიშვილი, ცალკე ეს ქალბატონი. მას შეუძლია, ეს ნივთიერება თვითონ დაყაროს თავის სახლთან და ისიამოვნოს ამ ყველაფრით. ეს უზრდელობა და მორალს ზღვარს ქვემოთ დაშვება იქ გააკეთოს, სადაც მისი ქვეყანა და მისი სამშობლოა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: ჩავედი, რათა მონაწილეობა მიმეღო მერიის კომისიაში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. იგი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ცხადია, ახალ კვარცხლბეკზე

სენატორი კრის კუნსი ლინდსი გრემის ხსოვნის პატივსაცემად კანონმდებლებს მოუწოდებს მიიღონ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ “ჯოჯოხეთური სანქციების” დაწესებას ითვალისწინებს (ვიდეო)