“მინდა განსაკუთრებით მივულოცო ქალბატონ სალომე სამადაშვილს, სალო გილოცავ ჩემო კარგო… ჭიჭე შენც მოდი, შენც იზეიმე” – ირაკლი ზარქუა სტატუსის მიღებას ოპოზიციონერ კოლეგებს ულოცავს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება და ოპოზიციონერ კოლეგებს ულოცავს. მისი თქმით, მიუხედავად, ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მცდელობისა, ქვეყანამ დამსახურებული სტატუსი მიიღო.
“დიახ, საქართველომ არა ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით გაიმარჯვა. მე მინდა განსაკუთრებით მივულოცო ქალბატონ სალომე სამადაშვილს, სალო გილოცავ, ჩვენ ეს შევძელით, მიუხედავად შენი მცდელობებისა, არ გამოგივიდა. სალო გილოცავ ჩემო კარგო და ყველა დანარჩენ შენნაირ ხელმოცარულებს. ჭიჭე [] შენც მოდი, შენც იზეიმე, იმიტომ, რომ შენთვისაც არის, შენი შვილებისთვისაც არის ეს გამარჯვება. მერე რაა რომ პოლიტიკაში ხელმოცარულები ხართ და “ლუზერების” პლატფორმის წევრი ხარ. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველას,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ