ევროკავშირში აცხადებენ, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ, თუ დონალდ ტრამპი ევროპული იმპორტის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას გადაწყვეტს

ევროკავშირში აცხადებენ, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ, თუ ევროპული იმპორტის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას გადაწყვეტს.
ამის შესახებ ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სააგენტო ANSA-სთან ინტერვიუში განაცხადა.
წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „დარჩება თავისი პრინციპების ერთგული და, საჭიროების შემთხვევაში, მზად იქნება, დაიცვას თავისი ლეგიტიმური ინტერესები“.
მან გაიხსენა ევროკომისიის პრეზიდენტის, სა და ევროკომისრის ვაჭრობის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩის პოზიცია, სადაც ხაზგასმულია ევროპის სიმტკიცე შესაძლო პროტექციონისტული ზომების წინაშე.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის, კანადისა და ჩინეთის შემდეგ ტარიფების დაწესებას ევროკავშირისთვისაც გეგმავს. -ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მის ქვეყანას ცუდად ექცევა.
წყარო: 1tv.ge