გამოცემა „პუბლიკა“ განცხადებას ავრცელებს. „პუბლიკის რედაქცია აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილი ცდილობს „ზეწოლას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას“.
პაპუაშვილის განცხადებას ,,პუბლიკის” თანამშრომლები მუქარად აღიქვამენ.
„პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,პუბლიკამ” დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება ხვალ დაანონსებულ აქციაზე. შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით. პაპუაშვილის ამ განცხადებას ,,პუბლიკის” თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად”, – ნათქვამია „პუბლიკას“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ “პუბლიკა” „რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის“.
კერძოდ, შალვა პაპუაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა.
„ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა, ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია, “პუბლიკა” რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს“.