უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ქართული ლეგიონის მიმართ ფიცოს ბრალდებებს პასუხობს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო (GRU) ფიცოს განცხადებას პასუხობს, რომლის  თქმით, სლოვაკეთში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში უკრაინის ომში მებრძოლი ქართული ლეგიონი მონაწილეობს.

“უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ოფიციალურად იუწყება, რომ მის სტრუქტურაში არ არსებობს ერთეული, რომლის სახელია ქართული ეროვნული ლეგიონი” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, დაზვერვის სამმართველო განმარტავს, რომ ქართული ლეგიონი არის მულტინაციონალური ერთეული, რომელიც ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძვის და არ ახორციელებს არანაირ ჰიბრიდულ ოპერაციებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ფიცოს ბრალდებებს უშუალოდ ქართული ლეგიონის ლიდერის, მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ, GRU პასუხობს, რომ მამულაშვილს არ აქვს შეხება სადაზვერვო სამმართველოსთან და ის არ იღებს სადაზვერვო ხასიათის დავალებებს.

“ევროპელი პოლიტიკოსები მაქსიმალურად პასუხისმგებლიანები უნდა იყვნენ თავიანთ სიტყვებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეგობრული ქვეყნების წინააღმდეგ ბრალდებებს გამოთქვამენ, რათა არ მისცენ საფუძველი მტრულ პროპაგანდას” – წერია დაზვერვის განცხადებაში.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე