უკრაინაში უკლებლივ ყველა პროექტი შეჩერებულია – USAID

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ („იუსაიდი“), -ს სახელმწიფო დეპარტამენტის აუდიტის დირექტივის შესაბამისად, ყველა პროგრამისა და პროექტის დაფინანსება, გამონაკლისის გარეშე, 90 დღით შეაჩერა.
ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს (Suspilne) „იუსაიდის“ პრეს-სამსახურში განუცხადეს.
პროექტის შეჩერების შესახებ შეტყობინება უკვე მიიღო საერთაშორისო კომპანია „Chemonics International“-მა, რომელიც „იუსაიდის“ ყველაზე დიდი დაფინანსების მიმღებია და ში სოფლის მეურნეობის სექტორის, სამართლებრივი სისტემისა და განათლების მხარდამჭერ პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების შეჩერების ფაქტი უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპანიის ს ოფისის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაუდასტურა.
„იუსაიდის“ ან აშშ-ს სხვა დაფინანსებაზე დამოკიდებულ უკრაინულ ორგანიზაციებს და ადგილობრივ ხელისუფლებას დაფინანსების და საქმიანობის შეჩერების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.
„მიკოლაევის საქალაქო საბჭოში „იუსაიდიდან“ დარეკეს და ქალაქში მიმდინარე მათი პროექტების შეჩერების შესახებ გვაცნობეს“, – განუცხადა Suspilne-ს მიკოლაევის მერის პირველმა მოადგილემ, ლუკოვმა. მისი თქმით, საუბარია მიკოლაევის საკრებულოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ათეულობით პროექტზე, რომლებიც ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.
ორგანიზაცია „Veteran Hud“-ის თანადამფუძნებელმა, ივონა კოსტინამ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ მისი ორგანიზაცია იძულებული გახდა, ქალაქ ვინიცაში ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამა დაეხურა. მან ბიზნესს პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„იუსაიდი“ 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში, მხარს უჭერს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა სკოლების შეკეთება, ჯანდაცვის სერვისების მიწოდება და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ენერგეტიკული სისტემების რეაბილიტაცია. უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, „იუსაიდმა“ 2,6 მილიარდი დოლარი გამოყო ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 5 მილიარდი დოლარი – განვითარებაში თანადგომისთვის და 30 მილიარდი დოლარი – პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის.
25 იანვარს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტივა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე არ ვრცელდება.
იმავდროულად, როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს დიპლომატებმა სახელმწიფო მდივანს, მარკ რუბიოს მიმართეს თხოვნით, უკრაინა მთლიანად გამორიცხოს დირექტივიდან, რომელიც პარასკევს შევიდა ძალაში.
Suspilne-მ, ამ საკითხზე კომენტარისთვის, უკრაინაში აშშ-ის საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტს უკვე მიმართა.
წყარო: 1tv.ge