„არა რუსულ რეჟიმს“ – ამ ლოზუნგით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„არა რუსულ რეჟიმს“ – ამ ლოზუნგით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილები მოითხოვენ, რომ დროულად გათავისუფლდეს გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.
აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში დიქტატურა მყარდება.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, დღეს, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი მოქალაქეებისადმი მიმართვას გეგმავს.
ცოტა ხნის წინ, უნივერსიტეტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, ქობულეთიდან მსვლელობით შეუერთდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ