“ჩემი, როგორც სტარტაპის დამფუძნებლის მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა” – თორნიკე ცირამუა Biliki.AI-ს ტოვებს

ტექნოლოგიური ს, მოგზაურობის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა Biliki.AI-ის თანადამფუძნებელი სტარტაპს ტოვებს – ამის შესახებ ინფორმაციას თავად თორნიკე ცირამუა ავრცელებს.
როგორც ის Facebook-პოსტში აღნიშნავს, სტარტაპის განვითარებაზე 5-წლიანი მუშაობის შემდეგ, მზად არის, საკუთარი გამოცდილება ახალ საქმიანობას მოახმაროს. BM.GE “პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:
“ჩემი, როგორც სტარტაპის დამფუძნებლის მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა.
დღეიდან, ვტოვებ Biliki AI-ს, ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, თუმცა უნდა იცოდე როდის გაუშვა რაღაც და გზა გაუხსნა ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს.
5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მქონდა პატივი, ჩემს ძმასთან ერთად, მემუშავა იმისთვის, რომ დადებითი გავლენა მომეხდინა ადამიანებზე, შემეთავაზებინა უკეთესი შესაძლებლობები და რაღა თქმა უნდა ეს ყველაფერი ნიჭიერი და თავდადებული გუნდის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.
მადლიერი და ბედნიერი ვარ შესაძლებლობისთვის, რომ შევხვედროდი არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც მეგობრებად იქცნენ და მიმეღო დაუვიწყარი გამოცდილება, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.
ვამაყობ იმით, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, როგორც გუნდმა და მადლობელი ვარ გამოწვევების, წარმატების, წარუმატებლობისა და განვითარებისთვის რომლებმაც უკეთეს პიროვნებად ჩამომაყალიბეს.
მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა ამ გზაზე, ჩვენს გუნდს, პარტნიორებს, მენტორებს, მედიას, მეგობრებს და ოჯახს.
რაღა თქმა უნდა, ვრჩები ჩვენი ნიჭიერი სტარტაპების გულშემატკივრად და მზად ვარ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში გავაგრძელო წვლილის შეტანა.
დღეიდან, მზად ვარ ახალი შესაძლებლობებისთვის და გამოწვევებისთვის რათა ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო შემდგომ საქმიანობებს.
დიდი მადლობა ყველას!” – წერს თორნიკე ცირამუა.
“ბილიკის” გუნდმა პირველი აპლიკაცია Biliki App 2020 წელს ჩაუშვა, მისი მიზანი მოგზაურებისთვის მათზე მორგებული ტურების დაგეგმვაში ხელშეწყობა და სხვადასხვა მარშრუტების გენერირება იყო. 2023 წლიდან კი დამფუძნებლებმა მსოფლიოში პირველი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, ეკომეგობრული ტურიზმის პლატფორმა Biliki.AI შექმნეს.