პუტინი: სწორი გზით მიდიხართ, ამხანაგებო

რუსული მედია Коммерсантъ-ის ჟურნალისტმა ვლადიმირ პუტინს “პირდაპირი ხაზის” ღონისძიების ფარგლებში ჰკითხა, თუ რას ურჩევდა დღევანდელი პუტინი საკუთარ თავს 2000 წელს და რასთან დაკავშირებით გააფრთხილებდა.
“ვეტყოდი – “სწორი გზით მიდიხართ, ამხანაგებო!””. – უპასუხა პუტინმა.
ხოლო გაფრთხილებასთან დაკავშირებით, პუტინმა აღნიშნა, რომ საკუთარ თავს გააფრთხილებდა, არ ნდობოდა დასავლეთს.
“გაფრთხილებით კი გავაფრთხილებდი გულუბრყვილობასა და გადაჭარბებულ ნდობაზე ჩვენი ე.წ. პარტნიორების მიმართ. რაც შეეხება რჩევას, შეგონებას – უნდა გჯეროდეს დიადი რუსი ხალხის, ს წარმატების გასაღები ამ რწმენაშია”. – თქვა პუტინმა.
ეს ბოლო ორ წელში პირველი შემთხვევა იყო, როცა კრემლმა ჩაატარა “პირდაპირი ხაზის” ღონისძიება, რომელიც აქამდე ყოველწლიური იყო.