მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის და მოვუწოდებთ შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე

“მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში.”– აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მალხაზ ურთქმელიძე.
“ლაბორატორიული კვლევები ტარდება პრაქტიკულად ყოველდღიურად. ამ ეტაპზე, ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღინიშნება. ბრალდებულს ყოველდღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატისთვისაც, მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია.
ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში. მოვუწოდებთ მზია ამაღლობელს შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.”- აღნიშნავს მალხაზ ურთქმელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც პატიმარი უკვე გარდაცვალებასთან ახლოს იყო, არ აწყობდათ სტატისტიკაში ასახულიყო და “დემოკრატიის შუქურად” შერაცხილ სააკაშვილს ციხეში ჰქონოდა მაღალი სიკვდილიანობა, ამიტომ, ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ გათავისუფლებულია და წაიყვანე – ის ადამიანი იღუპებოდა თავის საცხოვრებელ ადგილას და არ ეთვლებოდა ციხეს, ამას ერქვა “სიკვდილის ექსპორტი”

პროგრესული ლიბერალების დიდი ნაწილი მსოფლიოს საკუთარ ნავსაყუდელად აღიქვამს. მათთვის სახელმწიფოებრიობის გაუქმება არა ტრაგედია, არამედ სასიხარულოა, რადგან რეალურად მონობას და სხვის მორჩილებას სიხარულით დათანხმდებიან – რასაც დღესაც წარმატებით აკეთებენ

დღეს “დიფ სთეითი” მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით აქტიურ ქმედებებზეა გადასული, სწორედ ამ დიდი გეგმის მცირე ნაწილია ტრამპისა და მასკის დაპირისპირება, რომელშიც საზოგადოებას უნდა დარჩეს ერთადერთი განცდა – მასკი არის მართალი, ხოლო მისი იდეები ჭეშმარიტი