გამოაშკარავდა 30 მილიონი დოლარის ღირებულების სამი არამომგებიანი გრანტების სია – საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც უკანასკნელ წლებში სწორედ USAID იქნა მხილებული არამიზნობრივ ხარჯებში, ან რეალური დაფინანსების მიზნებზე აშკარა სიცრუის ტირაჟირებაში

გამოაშკარავდა 30 მილიონი დოლარის ღირებულების სამი არამომგებიანი გრანტების სია – საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც უკანასკნელ წლებში სწორედ USAID იქნა მხილებული არამიზნობრივ ხარჯებში, ან რეალური დაფინანსების მიზნებზე აშკარა სიცრუის ტირაჟირებაში
სანამ -ს ახალმა ადმინისტრაციამ 90 დღე მოითხოვა “პანდორას ყუთის” გასახსნელად და იმ აუდიტის ჩასატარებლად, რომელმაც მათ შორის წლების განმავლობაში USAID-ის ხაზით ქვეყნიდან გადასახადების გადამხდელთა უამრავი თანხების გადინების მიზნობრიობა უნდა დაადგინოს – ამ საქმეს ჰაკერები შეუდგნენ. სწორედ მათ შეაღწიეს ჯერჯერობით მხოლოდ ერთ-ერთ საიტში, საიდანაც გამოაშკარავდა 30 მილიონი დოლარის ღირებულების სამი არამომგებიანი გრანტების სია, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც უკანასკნელ წლებში სწორედ USAID იქნა მხილებული ან არამიზნობრივ ხარჯებში, ან რეალური დაფინანსების მიზნებზე აშკარა სიცრუის ტირაჟირებაში.
მისივე თქმით, ს გაცხადებული აუდიტის ჩატარების წარმატებით მიმდინარეობის ფარგლებში და მისი ადმინისტრაციის სურვილის შემთხვევაში, ყველა სახელმწიფოს ხელისუფლება, საქართველოს ჩათვლით, დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს ამერიკის ხელისუფლებასთან. „სანამ -ს ახალმა ადმინისტრაციამ 90 დღე მოითხოვა “პანდორას ყუთის” გასახსნელად და იმ აუდიტის ჩასატარებლად, რომელმაც მათ შორის წლების განმავლობაში USAID-ის ხაზით ქვეყნიდან გადასახადების გადამხდელთა უამრავი თანხების გადინების მიზნობრიობა უნდა დაადგინოს – ამ საქმეს ჰაკერები შეუდგნენ.
სწორედ მათ შეაღწიეს ჯერჯერობით მხოლოდ ერთ-ერთ საიტში, საიდანაც გამოაშკარავდა 30 მილიონი დოლარის ღირებულების სამი არამომგებიანი გრანტების სია. არანაირი ინფორმაცია, თუ რას მოხმარდა კონკრეტულად ეს თანხა მოძიებული არაა. წერია მხოლოდ ის, რომ 20 მილიონზე მეტი “სამართლის უზენაესობას” მოხმარდა, 6 მილიონი დოლარი “მედიის გაძლიერებას”, “სამოქალაქო განათლებას” კი 3 მილიონ დოლარზე მეტი. უცნობია, რა კონკრეტულ აქტივობებში დაიხარჯა ეს თანხები და რამდენად მოემსახურა საჯაროდ გაცხადებულ მიზანს.
საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც უკანასკნელ წლებში სწორედ USAID იქნა მხილებული ან არამიზნობრივ ხარჯებში, ან რეალური დაფინანსების მიზნებზე აშკარა სიცრუის ტირაჟირებაში. 2014 წლიდან დაწყებული USAID-ის ხაზით უამრავი თანხები გატარდა უკრაინის “ენჯეო” სექტორის, “დემოკრატიული რეფორმების გატარებასა” და “კორუფციასთან ბრძოლის” დეკლარირებული მიზნით. მიუხედავად “ამისთვის” დახარჯული მილიონებისა, 2020 წლის სექტემბერში “ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით” ნაკისრი ვალდებულებების შემოწმების მიზნით კიევში ჩასულმა ექს-ევროკომისარმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ არანაირი “დემოკრატიული” თუ “ანტიკორუფციული” რეფორმა ში არ ჩატარებულა. გამოდის, რომ USAID-ის მიერ გამოყოფილი მილიონები სულ სხვა მიზნებისთვის “შეიჭამა”. უამრავი თანხა დაიხარჯა USAID-ის ხაზით 2014-2017 წ.წ. ვენესუელაში ნიკოლას მადუროს მთავრობის წინააღმდეგ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის და ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების წახალისების მიზნით შემოდიოდა გრანტების ძირითადი ნაწილი.
“დემოკრატიული აქტივისტების” მხარდაჭერის მიზნით შედიოდა ჰონგ-კონგში 2019-2020 წ.წ. სოლიდური თანხები ასევე USAID-ის ხაზით. დაუფარავად მოქმედებდა USAID-ის ფინანსური ჩარევის “მანქანა” 2020 წელს ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობისას, როდესაც მათი მხრიდან ღიად იყო გაცხადებული “სამოქალაქო საზოგადოებისა” და ” დამოუკიდებელი მედიის” ფინანსური მხარდაჭერა. იმავე პროცესებს ჰქონდა ადგილი კუბასა და ნიკარაგუაში. ს გაცხადებული აუდიტის ჩატარების წარმატებით მიმდინარეობის ფარგლებში, მისი ადმინისტრაციის სურვილის შემთხვევაში – ყველა ჩამოთვლილი სახელმწიფოს ხელისუფლება, საქართველოს ჩათვლით, დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს ამერიკის ხელისუფლებასთან. მათ შორის, სწორედ იმ “გამჭვირვალობის კანონის” ფარგლებში, რომლის მიღების წინააღმდეგ USAID-ის არამიზნობრივი დაფინანსების წამქეზებელი და წყარო, ბაიდენის ადმინისტრაციის სახით – ასე გაშმაგებულად გვებრძოდა“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს