ლევან მგალობლიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რობერტ გერშნერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ავსტრიის ელჩს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.
მათივე ცნობით, ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
შეხვედრაზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს, რომელიც დროებით დევნილი მოსახლეობის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ