საქართველოში უცხოური ფულით ორგანიზებული პროტესტი მიმდინარეობს – საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ აქციების ფინანსურ მხარდაჭერას უცხოელი დონორები ახორციელებენ, მაგალითად, USAID-ი

საქართველოში უცხოური ფულით ორგანიზებული პროტესტი მიმდინარეობს – საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ აქციების ფინანსურ მხარდაჭერას უცხოელი დონორები ახორციელებენ, მაგალითად, USAID-ი
საქართველოში, უცხოური ფულით ორგანიზებული, მაგრამ „თვითორგანზიებული“ პროტესტი მიმდინარეობს. გადაჭრით ვერ ვიტყვით, მაგრამ საკმაოდ დიდი ალბათობა არსებობს, რომ საქართველოში აქციების ფინანსურ მხარდაჭერას, უცხოელი დონორები ახორციელებენ, მაგალითად USAID-ი, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, წარმოუდგენელია, USAID-მა ან სხვა რომელი ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ გრანტი ბუნდოვანი მიზნების მქონე პროექტის ფარგლები დაამტკიცოს, გრანტებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხი კი არც დამფინანსებელ და არც მიმღებ სუბიექტებს არ აქვთ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს “გამჭვირვალობის კანონის” არსებობის აუცილებლობას. “საქართველოში, უცხოური ფულით ორგანიზებული, მაგრამ „თვითორგანზიებული“ პროტესტი მიმდინარეობს.
გადაჭრით ვერ ვიტყვით, მაგრამ საკმაოდ დიდი ალბათობა არსებობს, რომ საქართველოში აქციების ფინანსურ მხარდაჭერას, უცხოელი დონორები ახორციელებენ, მაგალითად USAID-ი. ამერიკელი ჰაკერების მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ USAID-ი საქართველოში სამ მსხვილ პროექტს აფინანსებს (ბიუჯეტი 30 მილიონი დოლარი) , რომლის მიზნები და ამოცანები ბუნდოვანია. ვისაც გრანტებთან და პროექტებთან ჰქონია შეხება, ყველა დამეთანხმება, რომ დამფინანსებელი ორგანიზაცია, პროექტის განხორციელების, პროექტის მიზნების და ა.შ.
დეტალურ ანგარიშს ითხოვს ხოლმე, დაფინანსება კი კონკრეტიკის და ბიუროკრატიული პროცესების შემდეგ ხორციელდება, მით უფრო როდესაც საქმე ათეულობით მილიონ დოლარს ეხება, აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოუდგენელია, USAID-მა ან სხვა რომელი ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ გრანტი ბუნდოვანი მიზნების მქონე პროექტის ფარგლები დაამტკიცოს. რა თქმა უნდა გრანტებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხი არც დამფინანსებელ და არც მიმღებ სუბიექტებს არ აქვთ, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ 30 მილიონი დოლარი არა კონკრეტული პრობლემების გადაჭრას, არამედ საქართველოში მიმდინარე აქციების ფინანსურ მხარდაჭერას წარმოადგენს. აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ აუცილებელია გამჭვირვალობის კანონის არსებობა, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს ქართულ პოლიტიკაში უცხო ძალების ჩარევა, რომელიც არა ეროვნული ინტერესების დაცვას, არამედ კონკრეტული დონორების ინტერესების დაცვისკენ და ქვეყანაში არეულობის მოწყობისკენ არის მიმართული,” – წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს