ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა” “ორლანდო მეჯიქი” 119:90 დაამარცხა.
სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე სკუტ ჰენდერსონი გახდა. “პორტლენდის” გამთამაშებელმა 32 წუთში 23 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
“მეჯიქიდან” ფრანც ვაგნერმა 32 წუთში 24 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.
ამრიგად, “ორლანდო” 24 მოგებითა და 25 წაგებით
აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. “მეჯიქი” მორიგ შეხვედრას 2 თბერვალს, “იუტა ჯაზის” წინააღმდეგ გამართავს.
