იმედია, კიდევ დიდი ხნით გაჩერდება – კობახიძე USAID-ის დახმარების შეჩერებაზე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, მიესალმება -ის ახალი პრეზიდენტის, ს გადაწყვეტილებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებას ითვალისწინებს.
იმედოვნებს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება 90 დღის შემდეგაც გაგრძელდება, ვინაიდან „ოცნების“ პრემიერის მტკიცებით,
„როგორც მოგეხსენებათ, დაფინანსება 3 თვით შეჩერდა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დაფინანსება კიდევ დიდი ხნით გაჩერდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. არ შეიძლება გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ მხრიდან USAID-ის მიმართ ბრალდებები დიდი ხანია ისმის, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებდნენ.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოში რევოლუციურ პროცესებს და არეულობას აფინანსებდა. რევოლუციის დაფინანსების საკითხებზე ბრალდებების პასუხად ევროპისა და ევრაზიის ბიუროში USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ ერინ ელიზაბეთ მაკკიმ ჯერ კიდევ 2 წლის წინ განაცხადა, რომ „ნებისმიერი ბრალდება ანტიდემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაზე, სრული სიცრუეა“.
მიუხედავად ამისა, „ოცნება“ დღემდე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს USAID-ის საქმიანობა საქართველოში არეულობის დაფინანსებაა. მაშინ, როცა USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. ამ დროიდან ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1,9 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს.
USAID-ის დახმარების დიდი წილი სწორედ სამთავრობო პროგრამების დაფინანსებას ხმარდება.
„USAID თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და მოსახლეობასთან, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და კანონის უზენაესობას. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს მედეგად გაუმკლავდეს კრემლის გავლენას და ხელი შეუწყოს ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას…
ამჟამად, USAID ინვესტირებას ახორციელებს 39 პროგრამაში, რომელთა საერთო ღირებულება 373 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო წლიური ბიუჯეტი 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს“, – ვკითხულობთ USAID საქართველოს გვერდზე.
USAID საქართველოს თანახმად, მათი მიმდინარე პროგრამები ორიენტირებულია: ეკონომიკური რეფორმების, კერძო სექტორის ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რათა უკეთ მოხდეს მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება.