რუსეთმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტია

უკრაინაზე მორიგი შეტევისას, რომელიც 30 იანვრის ღამიდან მიმდინარეობდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 102 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ეს ინფორმაცია დღეს, 31 იანვარს, დილის 11 საათის შემდეგ გამოაქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ.
სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 59 დრონი ჩამოაგდეს, 37 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე”.
საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ ზიანი მიაყენა სუმის, ოდესის და ჩერკასის ოლქებს.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ოდესის ოლქში დრონებით შეუტია ჩერნომორსკის პორტის რაიონს.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო დილით ტელეგრამ-არხით იუწყებოდა, რომ მოგერიებული დრონის ნამსხვრევებმა მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთი ბინა დააზიანა. მოგვიანებით კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ინფორმაცია არ დადასტურდა.
31 იანვარს, შუაღამის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის რეგიონებზეც. ერთ-ერთი სამიზნე ვოლგოგრადში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი დაადაასტურა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში, შვიდ რეგიონში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ საერთო ჯამში, 49 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული მსგავსი ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა