ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ხაფანგის დაგებაც ცდილობს, ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, ევროპის ქვეყნებმა ში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის თავიანთი პირობები უნდა დააწესონ.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ლიპავსკიმ Redaktionsnetzwerk Deutschland-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის თქმით, რუსები ცდილობენ დასავლეთს თავს მოახვიონ აზრი, რომ უკრაინის ხელისუფლება არალეგიტიმურია.
„ჩვენ უნდა ვაიძულოთ პუტინი, მიიღოს ზელენსკი მოლაპარაკებებზე სუვერენული ერის პრეზიდენტად. ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი პირობა მოლაპარაკებებისთვის. პუტინი, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და ზოგიერთი პროპაგანდისტი აცხადებენ, რომ არ სურთ უკრაინასთან მოლაპარაკება. ისინი საუბრობენ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ან ამერიკის პრეზიდენტთან, მაგრამ არა უკრაინელებთან“, – განაცხადა ლიპავსკიმ.
მისი თქმით, ეს არის ხაფანგი, რომლის დაგებასაც ოპონენტებისთვის ცდილობს.
„მათ სურთ, გვჯეროდეს, რომ უკრაინის მთავრობას არ შეუძლია მოლაპარაკება. ჩვენ ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ“, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს