„არც ცალი ფეხით და არც ასკინკილით არ მიგვიღია სტატუსი. ღირსეულად მივიღეთ“ – ნიკუშა შენგელაია

გახსოვთ როგორი გარემოება იყო, რაც დაიწყო 2 წლის წინ მსოფლიოში – ეს გლობალური გადანაწილება, ეს ომი, ამ ფონზე რომ ხელისუფლებას შეენარჩუნებინა მშვიდობა და არ დაეკარგა ღირსება, სულ ამაზე იყო საუბარი, – ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„საკუთარი ქვეყნის ზრუნვით და ღირსეულად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე, კანდიდატის სტატუსამდე. არც ცალი ფეხით და არც ასკინკილით [არ მიგვიღია სტატუსი]. როგორც ადამიანმა, ასევე ერმა ღირსება არ უნდა დაკარგოს და სიმართლე ბოლომდე უნდა გაიტანოს. ძალიან რთული წელი იყო, ბევრი წინააღმდეგობა იყო როგორც გარედან, ისე შიგნიდან“, – აღნიშნა შენგელაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო