აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზსნეს პალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტის დავით ცირდავას განცხადებით, რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე ინვესტორები როგორც ევროპიდან ისე აზიიდან, საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებისგან თავს იკავებენ. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
„სამშობლოს და შენი ერის მტერი უნდა იყო რომ მოგწონდეს ის, რაც საქართველოში ხდება. ნამდვილად რთული პოლიტიკური ვითარებაა. შესაბამისად, ამ მხრივ ინვესტირების მიმართულებით შეფერხებები არის, თუნდაც აზიის მიმართულებით, ევროპიდან შეფერხებები ერთი ნაწილია და თავისთავად გასაგებია, თუმცა აქეთაც შეფერხებებია, გვეუბნებიან – მოდი ერთი, ორი სამი თვის შემდეგ გადავხედავთ – ეს მესიჯიც გასაგებია. მაგალითისთვის, ჩვენ კონკრეტულად საუდის არაბეთიდან გვქონდა შემთხვევა, როდესაც გაჩერდნენ და გვითხრეს, რომ მოდი 2-3 თვე შევხედავთ. ეს იყო და არის“, – აცხადებს დავით ცირდავა და იმედოვნებს, რომ Emaar ჯგუფის შემოსვლა ქვეყანაში უცხოელ ინვესტორებზე დადებით გავლენას იქონიებს: „Emaar-ის შემოსვლის შემდეგ მე მათ დავუკავშირდი და ვკითხე, რას ფიქრობენ ახლა. ამ მხრივ ბიძგის მიმცემია. საუდის არაბეთიდან 2 კომპანიაა, რომელიც კონკრეტულ ინტერესს გამოხატავს. ჩვენც ვქმნით კონკრეტულ პაკეტს, ერთი თბილისთან ახლოს იქნება, ხოლო მეორე სხვა ლოკაციაზე“.