ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე “სმარტის“ შენობაში აფეთქება მოხდა, დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი.
წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
ადგილზე სამართალდამცველები და სახანძო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.
ინფორმაციას ტვ პირველი “სამხრეთის კარიბჭეზე” დაყრდნობით ავრცელებს.