აშშ მტკიცედ უჭერს მხარს გაფართოებას და მომავალ კანდიდატებს EU-სკენ მათ გზაზე – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

შეერთებული შტატები მიესალმება ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ, ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაშია აღნიშნული.
„გადაწყვეტილებები სა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, როგორც კი ის დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს, აძლევს იმედს და სტიმულს ამ ქვეყნებს და მათ ხალხს, გააგრძელონ საჭირო რეფორმები, რომელიც საჭიროა ევროკავშირთან დაკავშირებულ ამბიციებში წარმატების მისაღწევად. ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მეთიუ მილერი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს და მხარს დაუჭერს ევროკავშირის კანდიდატ და პერსპექტიულ კანდიდატ ქვეყნებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებში, რომლებსაც ისინი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ახორციელებენ.
„ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ მოვუწოდებთ მათ გამოიყენონ შესაძლებლობა, რათა გააცნობიერონ თავიანთი სრული დემოკრატიული და ეკონომიკური პოტენციალი და უზრუნველყონ თავიანთი მომავალი ევროპაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.