ლორდი დონ ტუიგი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი

ლორდი დონ ტუიგი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი
ლორდი დონ ტუიგი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი, ალბათ ცნობილი ინგლისელი მოღვაწეები საფლავში ტრიალებენ, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ლორდთა პალატის წევრის, ლორდი დონ ტუიგის განცხადებას, რომელიც ს შეეხებოდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერს კითხვა ჟურნალისტებმა ერევანში დაუსვეს.
„რა არის ეს, თუ არა საბჭოური მიდგომა, როცა კაცი, ლორდთა პალატის წევრი, საუბრობს გაკულაკებაზე და ასეთ თემებზე, ეს არის სირცხვილი ევროპისთვის, თან ეს კაცი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი. ალბათ ცნობილი ბრიტანელი, ინგლისელი მოღვაწეები საფლავში ტრიალებენ, როცა ასეთ რამეს ისმენენ ლორდთა პალატის წევრისგან,“- აღნიშნა ირაკლი მ.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით უკრაინელი დეპუტატის, ს PACE-ში გამოსვლასთან დაკავშირებით.
„გონჩარენკო პირდაპირ ითხოვდა ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას, ყველაფერი ნათქვამია ამით,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი სახელფასო უწყისში იყო ანიტა, 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად დღემდე კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში, ყოველთვიურ დაფინანსებას იღებს ნოდარ მელაძეც

არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ვფიქრობ, კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს

პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ჩვენ ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით მივმართავთ, იმიტომ, რომ ოთხივე პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა