აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამის გათენებას გეგმავს

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეთა პროტესტი გრძელდება.
აქციის მონაწილეთა ნაწილო მეორე ღამეა, საკონტიტუციო სასამართლოსთან კარავში ღამეს ათევენ.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ხვალ 16:00 საათზე, პროტესტისა და სოლდარობის მარში, საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.
“ვინც სოლიდარობას უცხადებს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაში მონაწილე დაკავებულ, დაჯარიმებულ და დაშავებულ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს;ვინც ხმამაღლა ან ჩუმად აპროტესტებს საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებას;ვისთვისაც მიუღებელია ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება;ვინც მიიჩნევს, რომ სასამართლო უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ერთ პოლიტიკურ ჯგუფს;ვისაც აწუხებს სიღარიბე, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის პრობლემები ქვეყანაში შემოგვიერთდით”,- აღნიშნეს მათ

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო