ივანიშვილის 2 ბერკეტი ბიზნესმენების საკონტროლოდ – ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს მასთან დაახლოებულ ბიზნემენებზე კონტროლის ორი ბერკეტი აქვს, “პირველი –ეს არის შიში და მეორე– მათ ამყოფებს ცოდვაში.“
ბაჩიაშვილის მტკიცებებით, ისეთ გარიგებებში და თემებში არიან ისინი გადაბმულები, რომ “რითაც მათ ფული იშოვეს, სწორედ ის საქმეები დევს პოკურატურაში.“
ივანიშვილი ნებისმიერ დროს ამოწევს ამ საქმე. ეს ბიზნესმენები ან მშენებლობის ბიზნესში ან ტენდერებში არიან ჩაბმულნი. საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა ბევრი დაფინანსება გაწყვიტეს, თუ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაფინანსება არ ექნება და ბინების გაყიდვები შემცირდება, ძალიან შეეტყობათ. ამიტომაც, თვითონ თუ არ აქვთ ამის აღიარების ვაჟკაცობა, თავიანთ თანამშრომლებს მაინც ნუ აუკრძალავენ, რომ თქვან. რომელიმე იქ ხელშეუხებელი დარჩება გგონიათ?,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “