ივანიშვილის ინტერესია, რომ მისი გარემოცვა იყოს დასანქცირებული – გიორგი ბაჩიაშვილი

ივანიშვილის ამოცანაა და პირადი ინტერესია, რომ მისი გარემოცვა, განსაკუთრებით პოლიტიკოსები, იყვნენ დასანქცირებულნი, რათა მათ არ ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ მომავალში თუნდაც პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვონ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი გადაცემა “რეაქციაში“ საუბრობს.
ბაჩიაშვილის თქმით, ივანიშვილი “ცდილობს მისი გუნდის წევრები იყვნენ დაშინებულნი და მასზე დამოკიდებულნი.“
“მას აწყობს ასეთი დისკრედიტებული სისტემა, რომელშცი მარტო ივანიშვილია ამათთვის ერთადერთი გამოსავალი“, – აცხადებს ბაჩიაშვილი.
ივანიშვილის ამოცანაა და პირადი ინტერესია, რომ მისი გარემოცვა, განსაკუთრებით პოლიტიკოსები, იყვნენ დასანქცირებულნი, რათა მათ არ ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ მომავალში თუნდაც პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვონ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მას დასანქცირებული ხალხი აწყობს, თუ შეხედავთ, ივანიშვილის სანქცირების გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტროც კი, რეაგირებას არ ახდენს არცერთ დანარჩენ საქნციებზე. არც აკეთებენ განცხადებებს, თუ რატომ დაასანქცირეთ ეს ხალხი, იქნებ რამენაირად დაეხმარნენ. უბრალოდ აძლევს ამ ჯილდოებს, რომელსაც ჩალის ფასი აქვს, ეს არის ყალბი პრეზიდენტის გადმოცემული ჯილდო, ვიღაცის დავალებით. ამით ცდილობს მისი გუნდის წევრები იყვნენ დაშინებულნი და მასზე დამოკიდებულნი. ზუსტად ამ 12 წლის მისი სტრატეგიის გაგრძელებაა ეს. მას უნდა ხალხი, რომელიც არის დაშინებული, მეორე მხრივ კი არიან ცოდვაში გახვეულნი, ეს იქნება კორუფცია თუ სხვა. მას აწყობს ასეთი დისკრედიტებული სისტემა, რომელშცი მარტო ივანიშვილია ამათთვის ერთადერთი გამოსავალი, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.