პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება – გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი გრძელდება.
პარლამენტთან შეკრებილებს აქციის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები.
მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე ასევე მარშით მივიდნენ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციის მონაწილეები.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე უკვე 64 დღეა ითხოვენ აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი ს დანიშვნას.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო კაჭკაჭიშვილი – ხელისუფლებას ყველაზე დაბალი რეიტინგი თბილისში აქვს, სადაც ამომრჩეველთა მხარდაჭერა მათ მიმართ დაახლოებით 25%-ს შეადგენს, რაც ოპოზიციას აძლევდა შანსს, თბილისი მოეგო