არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილის გეგმაა საქართველო საბოლოდ მოწყვიტოს ევროპულ ვექტორს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპის საბჭოს პოლიტიკური სწავლების სკოლების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტსა და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.
– ბატონო არმაზ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით დათქმებით ისეთი რეზოლუცია მიიღო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავად გამოაცხადა მუშაობის შეწყვეტის შესახებ ევროპის საბჭოს ასამბლეაში.
საუბარი დავიწყოთ იმით, ასამბლეამ, თავისი რეზოლუციით, რა დავალება მისცა „ქართულ ოცნებას“ აპრილამდე?
– ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება იყო ლოგიკური, კანონზომიერი და მზადდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, გამიჯვნოდა ევროპულ ღირებულებებს და გეზი აეღო დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ევროპული პერსპექტივის განადგურებისკენ.
ეს მკაფიოდ გამოჩნდა მაშინ, როცა „ოცნებამ“ გადაწყვიტა რუსული კანონის მიღება პირველივე ჯერზე. მაშინ ევროპის საბჭო, მისი გენერალური მდივანი და საპარლამენტო ასამბლეა, სხვა სტრუქტურები სტრასბურგში და მთელი დასავლური სამყარო ნათლად მოუწოდებდა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ჯგუფს, გადაეხედათ ამ გადაწყვეტილებისთვის და დაბრუნებოდნენ შეთანხმებას, რის შემთხვევაშიც, საქართველო ივლიდა ნორმალური სამართლებრივი განვითარების კურსით, მაგრამ ყველას გვახსოვს ეს ისტორია – რუსული კანონის პირველ ჯერზე გაწვევა, შემდეგ კვლავ მიღება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება იყო ლოგიკური, კანონზომიერი და მზადდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, გამიჯვნოდა ევროპულ ღირებულებებს და გეზი აეღო დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ევროპული პერსპექტივის განადგურებისკენ
გვახსოვს ივანიშვილის “ოცნების” ევროკავშირის, -ს, ევროატლანტიკური მიმართულებით ძირგამომთხრელი საქმიანობა, რაც დასრულდა 26 ოქტომბერს. სასტიკ პირობებში ჩატარებული საპარლამენტო ს შედეგებს დღემდე არ ცნობს დასავლეთი, არ ცნობს ქართველი ხალხის უმრავლესობა. გვახსოვს არჩევნების შემდეგ ივანიშვილის სახელით ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ 2028 წლამდე საქართველო აღარ იქნება ჩართული ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების მოლაპარაკებებში.
რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოს ფუნდამენტური პრინციპების ამ და სხვა უამრავმა არსებითმა დარღვევამ და ბოლო პერიოდში გაჩენილმა რეჟიმის ათობით პოლიტიკურმა მძევალმა, ასობით დაზარალებულმა და დასახიჩრებულმა მოქალაქემ, განაპირობა გადაწყვეტილება, რომელიც საპარლამენტო ასამბლეამ უმკაცრესი დათქმებით მიიღო და მხოლოდ ასე ცნო საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება.
ეს დათქმები უკავშირდება მოთხოვნებს: 1. უახლოეს თვეებში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის შესახებ, რომელიც უნდა ჩატარდეს მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, ახალი ს პირობებში; 2. პოლიტიკური პატიმრების გამოშვება აპრილამდე, იგულისხმება ევროპის საბჭოს აპრილის შემდგომ სესიამდე, სადაც უნდა განხილულიყო საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი; 3. მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა და დასჯა და ძალადობის დასრულება; 4. „რუსული კანონის“ მთლიანად გაწვევა და ადმინისტრაციულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნის რეკომენდაციის გათვალისწინება; 5. საქართველოს ევროინტეგრაციის გაგრძელება ამ მოთხოვნების საფუძველზე.
ეს ის დათქმებია, რომლებითაც ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება იქნება ცნობილი.
ჩემი პროგნოზი თავიდანვე ის იყო, რომ ივანიშვილი დაასწრებდა ევროპის საბჭოს ასამბლეის სესიას და თავად მიიღებდა გადაწყვეტილებას მასთან ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. ასე მხოლოდ ის ავტორიტარული რეჟიმები იქცევიან, რომლებიც ხვდებიან, რომ მათი გზა ევროპის საბჭოს ღირებულებებთან საერთოდ აღარ არის თანხვედრაში, პირიქით, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ.
ჩემი პროგნოზი თავიდანვე ის იყო, რომ ივანიშვილი დაასწრებდა ევროპის საბჭოს ასამბლეის სესიას და თავად მიიღებდა გადაწყვეტილებას მასთან ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. ასე მხოლოდ ის ავტორიტარული რეჟიმები იქცევიან, რომლებიც ხვდებიან, რომ მათი გზა ევროპის საბჭოს ღირებულებებთან საერთოდ აღარ არის თანხვედრაში, პირიქით, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ
საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება თავისთავად ისტორიულად სამარცხვინოა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია და მკაფიოდ მიუთითებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკა სრულად მოდის წინააღმდეგობაში ევროპულ კურსთან, ევროპის საბჭოს ფუნდამენტურ პრინციპებთან, რაც, შეგახსენებთ, არის სამართლის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ამ სამივე მიმართულებით საქართველოს აქვს სრული კრახი.
ევროპის საბჭო, ისევე როგორც ევროპის კავშირი, თანმიმდევრულად მოუწოდებდა საქართველოს მმართველ ძალას, გაეთვალისწინებინა რჩევები და რეკომენდაციები სტრასბურგიდან, ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან.
გათვალისწინების შემთხვევაში აღდგებოდა დაზიანებული ურთიერთობები, მაგრამ ივანიშვილმა, გათვალისწინების ნაცვლად, შეიძლება ითქვას, ცეცხლს ნავთი დაასხა და აბსოლუტურად შეგნებულად მოანგრია ის საყრდენები, რომლებიც საქართველოს 26 წლის განმავლობაში აკავშირებდა ევროპის საბჭოსთან.
– როცა 26 წლის წინ, 1999 წლის 27 აპრილს, საქართველო ევროპის საბჭოს ასამბლეის 41-ე გახდა, ვერავინ წარმოიდგენდა მოვლენათა ასეთ განვითარებას.
მომხდარზე პრემიერმა ირაკლი მ თქვა: „რასაც დღეს ვხედავთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, იქ მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს,
ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად უალტერნატივოა… ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია მძიმე მდგომარეობაშია, ეს ეხება როგორც ბრიუსელს, ისე სტრასბურგს.“
პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა: „არ იქნება სამართლიანი მოპყრობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, არ იქნება საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში“.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ასამბლეის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და ყველაფერს იმას აბრალებენ, რომ ევროპული ბიუროკრატია მძიმე დღეშია.
რამდენად ადეკვატურად აფასებენ ბატონები – კობახიძე და პაპუაშვილი იმ ვითარებას, რომელიც ევროპის საბჭოსთან მიმართებით მივიღეთ?
– ივანიშვილის დაჯგუფების უმთავრესი პრობლემა დღეს სწორედ ისაა, რომ მას და მისი გუნდის მთავარ წევრებს სრულად აქვთ დაკარგული ადეკვატურობა.
დავამატებდი რამდენიმე განმარტებას: 1. ევროპის საბჭოს ასამბლეის გადაწყვეტილება ეხება საქართველოს ხელისუფლებას და არა ქართველ ხალხს, რომლის მიმართაც ყოველ ჯერზე ადასტურებს პატივისცემას, სოლიდარობას, მხარდაჭერას როგორც ევროპის საბჭო, ისე ევროპის კავშირი და მთელი დასავლური სამყარო. ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა და მისი თავისუფლების მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს ყოველ ჯერზე თითოეული ეს ინსტიტუცია.
ეს გადაწყვეტილება გახლავთ „წითელი ბარათი“ იმ პოლიტიკური რეჟიმისთვის, რომელმაც გადაწყვიტა, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ ძირგამომთხრელ საქმიანობას მიმართოს ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართ, საქართველოში დემოკრატიული პროცესის წინააღმდეგ, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოსაშლელად. შესაბამისად, ის რუსული პროპაგანდის ნაწილად იქცა.
ევროპის საბჭოს ასამბლეის გადაწყვეტილება ეხება საქართველოს ხელისუფლებას და არა ქართველ ხალხს, რომლის მიმართაც ყოველ ჯერზე ადასტურებს პატივისცემას, სოლიდარობას, მხარდაჭერას როგორც ევროპის საბჭო, ისე ევროპის კავშირი და მთელი დასავლური სამყარო
სწორედ ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ მეოცნებეთა მავნებლური და თვალთმაქცური განცხადებები, თითქოს საქართველოა შეურაცხყოფილი. არამც და არამც, ეს არის პრინციპული საკითხი, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპის საბჭოს 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, ისევე როგორც იქამდე ევროკავშირის, აშშ-ს გადაწყვეტილებები, მიმართულია იმ პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც არა თუ გონს მოდის და აღიქვამს ქართველი ხალხის სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნებს, არამედ ძალადობს ამ ხალხზე, ზურგს აქცევს მის ნებას და მთლიანად გადადის განვითარების რუსულ ვექტორზე.
ასე რომ, კობახიძის, პაპუაშვილის, წულუკიანისა და სხვათა განცხადებები მტკნარი სიცრუე და რუსული პროპაგანდაა. ამით ვერც ქართველი ხალხის უმრავლესობას, მით უფრო, დასავლეთში ჩვენს პარტნიორებს, ვერაფრით შეეცვლებათ მოქმედების ვექტორი, საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ დარღვევების მიმართ იყვნენ კატეგორიულები, მომთხოვნები, მაგრამ, იმავდროულად, ყოველი გადაწყვეტილება, როგორც აქამდე, მიღებული იყოს რაციონალურად, გონივრულობის ფარგლებში, ისე რომ, არ დაზარალდეს თავად ქართველი ხალხის ინტერესი.
რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ევროპული ბიუროკრატია ებრძვის საქართველოს და ისინი „ცუდ დღეში“ არიან, ნონსენსია. ასეა იმიტომ, რომ საქართველოზე გადაწყვეტილება მიიღო არა „ევროპულმა ბიუროკრატიამ“, თუმცა, არც მას აქვს არაფერი ივანიშვილის დასაწუნი, არამედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უმრავლესობამ, რომელშიც გაერთიანებული არიან პოლიტიკოსები და არა მოხელეები, ასამბლეის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების დეპუტატები, ანუ პოლიტიკოსები.
საქართველოზე გადაწყვეტილება მიიღო არა „ევროპულმა ბიუროკრატიამ“, თუმცა, არც მას აქვს არაფერი ივანიშვილის დასაწუნი, არამედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უმრავლესობამ, რომელშიც გაერთიანებული არიან პოლიტიკოსები და არა მოხელეები, ასამბლეის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების დეპუტატები, ანუ პოლიტიკოსები
– ხელისუფლების საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, ბევრი რამ ცხადია.რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, აქ ჯერ კიდევ არსებობს კითხვები.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის საბჭოში მუშაობა თავად შეწყვიტა, საქართველოს მოქალაქეებს რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს „ქართული ოცნების“ საშინაო პოლიტიკის საკითხებში?
– ეს ფუნდამენტური კითხვაა. მრავალი წელია, ივანიშვილი მიზანმიმართულად შეუდგა საქართველოს კონსტიტუციაში გაცხადებული ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ნგრევას.
ეს აშკარად გამოჩნდა ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო, შემდეგ 2020 საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. მომდევნო პროცესების ანალიზიც ამის საფუძველს გვაძლევს.მაგრამ, როგორც ჩანს, „რუსული კანონის“ მიღება გახდა ბოლო წვეთი ამ გზაზე.
2024 წლის არჩევნების შედეგები, აბსოლუტურად მახინჯი საარჩევნო სისტემა და შემდეგ კი ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადება 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, ადასტურებს, რომ ივანიშვილის კურსი შეგნებულად არის მიმართული დასავლეთთან ურთიერთობების ნგრევისკენ.
2024 წლის არჩევნების შედეგები, აბსოლუტურად მახინჯი საარჩევნო სისტემა და შემდეგ კი ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადება 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, ადასტურებს, რომ ივანიშვილის კურსი შეგნებულად არის მიმართული დასავლეთთან ურთიერთობების ნგრევისკენ
შესაბამისად, ახლა რას უნდა ველოდოთ ევროპის საბჭოსა და საქართველოს ურთიერთობებიდან, ვფიქრობ, ცხადზე ცხადია. ივანიშვილს სურს, რომ პროცესი უფრო შორს წავიდეს და სრულად ჩაწყდეს ყველა დამაკავშირებელი ხიდი ევროპის საბჭოსთან.
გასათვალისწინებელია, რომ ევროპის საბჭოს წესდებით არის კიდევ რამდენიმე სხვა პროცედურა, რომელსაც ის ითვალისწინებს ისეთი სახელმწიფოს მიმართ, სადაც არსებითად ირღვევა ევროპის საბჭოს ფუნდამენტური პრინციპები – დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.
ჩვენ გვაქვს ამის არა ერთი მაგალითი, მათ შორის, , ბელორუსი, ნაწილობრივ, აზერბაიჯანი და, უნდა ვხდებოდეთ, რომ ივანიშვილის გეგმაა საქართველოს საბოლოდ მოწყვეტა ევროპული ვექტორისგან. ახლა რუსი ოლიგარქ ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეწყვიტოს კავშირი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოსთან.
ახლა რუსი ოლიგარქ ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეწყვიტოს კავშირი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოსთან
ივანიშვილმა იცის, რა დამოკლეს მახვილია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო მისთვის კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც აქ მურუსიძის სასამართლო არაფერს სამართლიანს არასდროს გადაწყვეტს. ამ დროს სტრასბურგის სასამართლო არის იმედის ერთადერთი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენთან სამართლებრივი სიმახინჯეების გასასწორებლად.
ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ივანიშვილი განაგრძობს ქვეყნისთვის დამაზიანებელ ქმედებებს, არაფერს გაითვალისწინებს არც ევროპის საბჭოს ასამბლეის რეზოლუციაში ჩაწერილი მოთხოვნებიდან, არც მომდევნო მოწოდებებიდან, მიზანმიმართულად ივლის ევროპის საბჭოსგან სრული იზოლაციის გზით.
– თუ ახლა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მიზანი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოდან გამოსვლაა, ამ სასამართლოსთან ურთიერთობების გაწყვეტის რა მექანიზმები არსებობს?
– ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ევროპის საბჭოს წესდების მე-8 მუხლი. მასში გაწერილია ის პირობები, რომელთა მიხედვითაც, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს უნდა შეუჩერდეს ამავე საბჭოს ასამბლეის წევრობა ან გაირიცხოს ევროპის საბჭოდან. ასე ამოქმედდა ეს მუხლი რუსეთის წინააღმდეგ მისი ში აგრესიული ომის დაწყებისთანავე.
ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ევროპის საბჭოს წესდების მე-8 მუხლი. მასში გაწერილია ის პირობები, რომელთა მიხედვითაც, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს უნდა შეუჩერდეს ამავე საბჭოს ასამბლეის წევრობა ან გაირიცხოს ევროპის საბჭოდან. ასე ამოქმედდა ეს მუხლი რუსეთის წინააღმდეგ მისი უკრაინაში აგრესიული ომის დაწყებისთანავე
მაგრამ უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ პუტინმა პარალელურად თავად მიიღო გადაწყვეტილება და რუსეთმა დატოვა ევროპის საბჭო, გააუქმა ყველა ხელშეკრულება, რომლებიც რატიფიცირებული იყო რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპულ კონვენციებთან დაკავშირებით. მათ შორის რუსეთმა აღარ ცნო ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანესი – ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტი და ამ სასამართლოს უფლებამოსილება, იურისდიქცია და გამოაცხადა, რომ რუსეთის კანონმდებლობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე ამ საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტის ნორმები.
– შესაძლოა, საქართველომაც ეს გზა გაიაროს?
– ყველაფერი ამისკენ მიდის და ვეცდები, ავხსნა, რატომ მიმაჩნია ასე: ივანიშვილმა, აქამდე ჩადენილი ყველა ქმედებით, ვგულისხმობ არჩევნების ტოტალურად გაყალბებას, ევროპისთვის ზურგის შექცევას, ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში ძირგამომთხრელ საქმიანობას, საქართველოში დემოკრატიის დასამარებას – არ დაიტოვა არც ერთი გზა იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს რაიმე სახის კონსტრუქციული ურთიერთობა დასავლეთსა და ევროპულ ინსტიტუტებთან.
ივანიშვილის კორუმპირებული, პოლიციური სისტემა ყოველ ჯერზე ითხოვს ახალი, დამატებითი რეპრესიული მექანიზმების შექმნას და ამოქმედებას, რაც თავის არსში გამორიცხავს ნებისმიერ სასიკეთო კონტაქტს დასავლეთთან.
ივანიშვილმა, აქამდე ჩადენილი ყველა ქმედებით, ვგულისხმობ არჩევნების ტოტალურად გაყალბებას, ევროპისთვის ზურგის შექცევას, ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში ძირგამომთხრელ საქმიანობას, საქართველოში დემოკრატიის დასამარებას – არ დაიტოვა არც ერთი გზა იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს რაიმე სახის კონსტრუქციული ურთიერთობა დასავლეთსა და ევროპულ ინსტიტუტებთან
პირიქით, იქნება სრული დაღმასვლა, ვიდრე ამ გეზს არ შეაჩერებს, ერთი მხრივ, ქართველი ხალხი, მეორე მხრივ კი, ჩვენი ხალხის მიერვე შექმნილი ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელმაც დასავლეთის მზარდი ზეწოლის ფონზე უნდა აიძულოს პოლიციური რეჟიმი, წავიდეს დათმობებზე.
სხვა გზა ამ ჩიხიდან გამოსასვლელი, უბრალოდ, არ არსებობს.
„ინტერპრესნიუსი“