ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს – დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე გავაგრძელებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებას მრავალი მიმართულებით

ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ს – დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე გავაგრძელებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებას მრავალი მიმართულებით
დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი ეხებოდა ბევრ საკითხს, მათ შორის ტრანსპორტს, კომუნიკაციებს, ენერგეტიკას, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას, ჯანდაცვას, კულტურას, განათლებას, მეცნიერებას და კიდევ მრავალ საკითხს, არსებულ და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნიკოლ ფაშნიანმა და მ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, სადაც სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობების ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე, გაგრძელდება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავება არაერთი მიმართულებით.
„სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომები, წლიური შეხვედრები, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცხადჰყოფს იმას, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მდიდარი დღის წესრიგის მქონეა.
წინა წლებში, განსაკუთრებით 2024 წელს, მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია იქნა ხელმოწერილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე გავაგრძელებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებას მრავალი მიმართულებით. დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი ეხებოდა ბევრ საკითხს, მათ შორის ტრანსპორტს, კომუნიკაციებს, ენერგეტიკას, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას, ჯანდაცვას, კულტურას, განათლებას, მეცნიერებას და კიდევ მრავალ საკითხს, არსებულ და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. ვაღიარებ, რომ ჩვენი მოძმე ერი მეგობრული განწყობით ძალიან კონკრეტული, ძლიერი რეალობის წინაშე იმყოფება, საქართველო-სომხეთი უპირობოდ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ერთმანეთს ზრუნვით და პატივისცემით ვექცევით, ვზრუნავთ ერთმანეთის პრიორიტეტებზე, პოზიციებზე.
არათუ დავუშვებთ რაიმეს ერთმანეთის საზიანოდ, არამედ ერთმანეთის ინტერესებს ვიცავთ. საზოგადოებები ჩვენს ქვეყნებში იზიარებენ ძალიან ბევრ ტრადიციას, იქნება ეს კულტურული, თუ ისტორიული და ჩვენ გაგვაჩნია ის ფასეულობები, რომელიც ეფუძნება მეგობრობას, პატივისცემას და ეს კლდეშია ნაკვეთი. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთის ინტერესებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა შესძლო მიმართულებით,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია