მეტროსადგურ “სამგორის” ჩასასვლელში ბათქაში ჩამოიშალა

მეტროსადგურ “სამგორის” ჩასასვლელში, შესასვლელთან, ბათქაში ჩამოიშალა. ადგილზე მისულ პოლიციას ტერიტორია სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.
თბილისის სატრანსპორტო სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არავინ დაშავებულა. შემთხვევა დაახლოებით 08:30 საათზე მოხდა.
“სამგორი” ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სადგურია თბილისში. ის ემსახურება რამდენიმე გარეუბნის მგზავრებს, მათ შორის არის “აფრიკა” და ორხევი.
მეტროსადგურის შიდა სივრცის რეაბილიტაცია 2017 წლის ბოლოს დაიწყო და 2018 წელს დასრულდა. მაშინ სამუშაოები ჩატარდა მეტროს კარს მიღმა და არა იმ ნაწილში, სადაც ახლა ბათქაში ჩამოიშალა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო