ფიტარეთის ტერიტორიაზე ხანძარია

ფიტარეთის ტერიტორიაზე ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები.
„ცეცხლი მონასტრის კელიების ზემოთ არის გაჩენილი. მიზეზები ჩვენთვის უცნობია. მონასტრის სპეციფიკური მდებარეობის გამო, სახანძრო მანქანების საჭირო რაოდენობით წყლის მომარაგება გაძნელებულია. იმედს ვიტოვებთ, რომ ხანძრის კერა დროულად იქნება ლოკალიზებული და ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საფრთხე არ შეექმნება“, – აცხადებს მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე.
მისივე ინფორმაციით, უკვე მიაწოდეს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ადგილზე სპეციალისტების ადგილზე ჩასვლას ელოდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო