„ოცნების“ პრეზიდენტმა სანქცირებული პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სანქცირებული მაღალჩინოსნები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
სანქცირებული პირები ღირსების ორდენზე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინეს.
სხვადასხვა დასავლური ქვეყნის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქცირებული პირები „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ დააჯილდოვა.
ს მიერ ღირსების ორდენი გადაეცათ „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ ხელმძღვანელ პირებს:
· შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს;
· შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შალვა ბედოიძეს;
· შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს იოსებ ჭელიძეს;
· შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიორგი ბუთხუზს;
· შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს;
· შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს („ხარებას“)
· თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს სულხან თამაზაშვილს;
· საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ვაჟა სირაძეს;
· ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს თეიმურაზ კუპატაძეს;
· შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს;
· შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს მირზა კეზევაძეს.
გარდა ღირსების ორდენის გადაცემისა, „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს კომპენსირებას, თუკი სანქციების გამო რომელიმე მოხელეს ფინანსური დანაკლისი წარმოექმნება.