მარკო რუბიო კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მარკო რუბიო კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ საერთო გლობალური გამოწვევების გადაჭრის, მათ შორის საზღვრებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
“მდივანმა რუბიომ კანადა ჩინეთის უსამართლო ეკონომიკური პრაქტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის შეაქო. ასევე, მდივანმა და მინისტრმა ჯოლიმ ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, უკრაინაში მიმდინარე ომი და ჰაიტიზე არსებული ვითარება განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი