საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხმაური იყო – არხის ჟურნალისტებს ბორდის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში ბორდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დასწრების სურვილი ტელეარხის ჟურნალისტებმა – ვასილ-ივანოვ ჩიქოვანმა და ნინო ზაუტაშვილმა გამოთქვეს, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ინციდენტს ხმაური მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მათ თავდაპირველად არხის შენობაშიც არ უშვებდნენ.
„მაუწყებლის შენობაში თანამშრომელს რომ არ უშვებენ, ტელეფონზე დარეკვა არ შეგიძლიათ? დარეკვა და გარკვევა გთხოვეთ“, – მიმართა ვასილ ვასილ-ივანოვ ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ბონდო მძინარიშვილს.
ადგილზე მყოფ მოქალაქეებს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ შენობა მშენებარეა, ექსპლუატაციაში მიღებული არ არის და უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)