ბუნებრივია საქართველოს დელეგაციას არაფერი ესაქმება იქ, სადაც ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და გვექცევიან ისე, როგორც კოლონიას

მექრთამე ევროპარლამენტარებმა ე. წ. რეზოლუციებით უკვე მერამდენედ მოგვთხოვეს კაცობა დატოვეთ და როთობა დაიწყეთო. ამიტომაც სავსებით სწორია ჩვენი დელეგაციის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ შეწყვეტილი არ გვაქვს უფლებამოსილება ევროპარლამენტის გენერალურ ასამბლეაში, თავად
შეაჩეროს იქ მუშაობა, ხოლო საქართველო დარჩეს ევროსაბჭოს წევრად, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.
მისივე თქმით, ბუნებრივია საქართველოს დელეგაციას არაფერი ესაქმება იქ, სადაც ხელყოფენ ქვეყნის სუვერენიტეტს და ექცევიან ისე, როგორც კოლონიას.
“მექრთამე ევროპარლამენტარებმა ე. წ. რეზოლუციებით უკვე მერამდენედ მოგვთხოვეს კაცობა დატოვეთ და როთობა დაიწყეთო. ამიტომაც სავსებით სწორია ჩვენი დელეგაციის გადაწყვეტილება ,მიუხედავად იმისა, რომ შეწყვეტილი არ გვაქვს უფლებამოსილება ევროპარლამენტის გენერალურ ასამბლეაში. თავად შეაჩეროს იქ მუშაობა და ხოლო საქართველო დარჩეს ევროსაბჭოს წევრად.
ბუნებრივია საქართველოს დელეგაციას არაფერი ესაქმება იქ, სადაც ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და გვექცევიან ისე, როგორც კოლონიას. უფრო მეტიც ქვეყანა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა მოიგო რუსეთთან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მისთვის შეურაცხმყოფელია პრორუსულობის დაბრალება იმათ მიერ, ვინაც თავად მდიდრდებოდა და მდიდრდება ახლაც ამ წუთებში უკრაინის უბედურების ხარჯზე რუსეთთან ვაჭრობით.
მოკლედ, მიმდინარეობს ქართული ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის ბრძოლა საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისათვის. დარწმუნებული იყავით ეს ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დამთავრდება, ვინაიდან ჩვენი საქმე სამართლიანი”, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…