კიდევ ერთი ნაბიჯით ჩამოვშორდით მონობას, ნეოკოლონიალიზმს, ტრადიციული, კონსერვატიული და ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს

დღეს სტრასბურგში კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვეს რეალურ და არა დეკლარირებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, საქართველოს დელეგაციის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას, რაც გამოიწვია რეზოლუციაში ახალი ს ჩატარების შესახებ ქართული მხარისთვის მიუღებელმა ჩანაწერმა.
ქართველიშვილის შეფასებით, ამ ნაბიჯით საქართველო კიდევ უფრო ჩამოშორდა ვასალობას, ნეოკოლონიალიზმსა და ფასეულობების წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს.
მისივე თქმით, ბრიუსელისა და ვაშინგტონის შემდეგ, ღირსების, სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობისა და რწმენის დათმობას უკვე სტრასბურგიც ითხოვდა.
“დღეს სტრასბურგში კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვეს რეალურ და არა
დეკლარირებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. კიდევ ერთი ნაბიჯით ჩამოვშორდით მონობას, ნეოკოლონიალიზმს, ვასალობას, ტრადიციული, კონსერვატიული და ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს.
სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა, ღირსების შენარჩუნება, ქართველობა და მართლმადიდებლობა – ამის დათმობას ითხოვდა ჩვენგან ბრიუსელისა და ვაშინგტონის შემდეგ, დღეს უკვე სტრასბურგი. ლაქიების, მონების და აგენტების სულგაყიდულ აღქმებში – თურმე დღეს უნდა ყოფილიყო ის დღე, რომელსაც საქართველოს ღმერთისკენ და თავისუფლებისკენ მიმავალ 30-საუკუნოვანი ისტორია უნდა შეეჩერებინა.
პოლიტიკურად და სქესობრივად გაუკუღმართებულ არსებებს დღეს – ქართველების მამული, ენა და სარწმუნოება უნდა დაემარცხებინათ. იმ ძალებმა, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში გვიბლოკავდნენ რწმენას, თავისუფლებას და განვითარებას – დღეს მორიგი ნიღაბი ჩამოიხიეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მხოლოდ უნდა გვახარებდეს. დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით გაბრწყინებულ იბერიას.” – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

Emaar ჯგუფი არის უმსხვილესი ინვესტორი უძრავი ქონების სფეროში, 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე მრავალი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას

მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ თვეების განმავლობაში საქართველოში ახალისებდნენ ძალადობას, მათ შორის არიან კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკები და დიპლომატები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ლორდი დონ ტუიგი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი