სუმში, დრონით თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა

სუმში, დრონით თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სუმში მტრის Shahed-ის ტიპის დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 9, მათ შორის ერთი ბავშვია“, – აცხადებენ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.
სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ხუთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის