აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა

American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, -ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა, – ინფორმაციას CNN-ი ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციასა და თავდაცვის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, შეჯახება ვაშინგტონის რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს მოხდა, როდესაც სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს მიუახლოვდა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, მდინარე პოტომაკში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
American Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა და ის რეისს ვიჩიტადან, კანზასიდან ასრულებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განმარტებას აკეთებს – როგორც უწყებაში აცხადებენ, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი

შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განცხადებას ავრცელებს – უწყების განმარტებით, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი