სუმში, საცხოვრებელ კორპუსზე დრონით თავდასხმის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვი

უკრაინის ქალაქ სუმში საცხოვრებელ კორპუსს Shahed-ის ტიპის დრონი შეეჯახა, რის შედეგადაც, მინიმუმ, 7 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას Kyiv Independent-ი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელზე, ვოლოდიმირ არტიუხზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაშავებულებს შორის 7 წლის ბავშვია.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა, მოგვიანებით, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
ადგილზე სასწრაფო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ.
საავადმყოფოში გადაყვანილი რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები