დღეს პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობას დაასრულებს

დღეს პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობას დაასრულებს. საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურება.
რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია, რომლის გახსნის დღე სექტემბრის პირველი სამშაბათია, დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარლამენტი რიგგარეშე სხდომების მოწვევას არ აპირებს.
პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატში თებერვლის პირველ სამშაბათს – 6 თებერვალს განაახლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – იმდენი გააკეთა “ქართული ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო „ქარდებით“ გველაპარაკება, მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს