“შემშალა, მეუბნებოდა, წადი შენს ქვეყანაშიო, ამ დროს თანხა დაყადაღებული მქონდა… მძიმე დეპრესია და პანიკური შეტევები დამეწყო” – რას ჰყვება საქართველოში დაბრუნებული ნინა წკრიალაშვილი უმძიმეს წლებსა და მეუღლეზე

“შემშალა, მეუბნებოდა, წადი შენს ქვეყანაშიო, ამ დროს თანხა დაყადაღებული მქონდა… მძიმე დეპრესია და პანიკური შეტევები დამეწყო” – რას ჰყვება საქართველოში დაბრუნებული ნინა წკრიალაშვილი უმძიმეს წლებსა და მეუღლეზე
· 1
მომ­ღე­რა­ლი ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი ბოლო წლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი იყო, ის აღარ ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და მე­გობ­რებს, არ სარ­გებ­ლობ­და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით. ცნო­ბი­ლია, რომ ის ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობ­და.
ქვეყ­ნი­დან წას­ვლის შემ­დეგ მომ­ღე­რალ­მა მა­ლე­ვე გა­ავ­რცე­ლა ფო­ტო­ე­ბი და თქვა, რომ სა­ბერ­ძნეთ­ში ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა. მომ­ღერ­ლის ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი 50 წლამ­დე ასა­კის ილი­ას აზა­რი აღ­მოჩ­ნდა. იგი წარ­მო­შო­ბით ლი­ბა­ნი­დან იყო და სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობ­და. ილი­ას აზა­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სფე­რო­ში მუ­შა­ობს. ის და ნინა მე­გობ­რებ­თან ერ­თად შე­სა­ნიშ­ნავ დროს ატა­რებ­დნენ და ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლით მუდ­მი­ვად გვი­ზი­ა­რებ­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ნინა გაქ­რა. რო­გორც ახლა ირ­კვე­ვა, მას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, კერ­ძოდ დეპ­რე­სია, ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი და ა.შ. ნინა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და და მძი­მე დღე­ებ­ზე ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მა­ში ისა­უბ­რა.
“რა­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ქვეყ­ნი­დან წას­ვლა – ამას არ ჰქო­ნია ერთი მი­ზე­ზი. დაგ­როვ­და რა­ღა­ცე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, მარ­ტომ გა­ვი­ა­რე ყვე­ლა ის სირ­თუ­ლე, რაც მჭირ­და. კი, მყავ­და ქმა­რი, პარტნი­ო­რი, მაგ­რამ აქეთ მი­წევ­და ყვე­ლა­ზე ზრუნ­ვა. 2018 წლი­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი და კულ­მი­ნა­ცია იყო, როცა ჩემი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლეს. მა­ნამ­დეც მძი­მე ფონი მქონ­და და ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბა იყო პიკი, ვერ გა­დავ­ხარ­შე. მოვ­კვდი იმ დროს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა ადა­მი­ან­მა მე­ო­რე ასე გა­წი­როს. თუმ­ცა პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში ვიგ­რძე­ნი, რომ მთე­ლი ერი მხარ­ში მედ­გა.
ამის შემ­დეგ გავ­თხოვ­დი, არ ვა­პი­რებ­დი გა­თხო­ვე­ბას. აღარ შე­მეძ­ლო არც ქარ­თუ­ლი ლა­პა­რა­კი, არც სა­ქარ­თვე­ლო. ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი ბო­იფ­რენ­დი ვნა­ხე. ხან მე მივ­დი­ო­დი სა­ბერ­ძნეთ­ში, ხან ის ჩა­მო­დი­ო­და. გვქონ­და ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბა. არ მი­ფიქ­რია მა­შინ გა­თხო­ვე­ბა­ზე, თუმ­ცა როცა ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის ამ­ბე­ბი იყო, აღარც სა­ბერ­ძნეთ­ში წას­ვლა არ მინ­დო­და. ჩა­მო­ვი­და ერთხელ, არ წავ­ყე­ვი, მე­ო­რედ ჩა­მო­ვი­და და წა­ვე­დი. წა­ვე­დი შერ­ყე­უ­ლი ფსი­ქი­კით და გა­ვა­გი­ჟე ეს ბიჭი იქ. სა­ნამ წა­ვი­დო­დით, გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ სახ­ლის საქ­მე­ე­ბი არ ვი­ცო­დი და არ არის პრობ­ლე­მაო. რომ ჩა­ვე­დით, იქი­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი – ითხოვ­და, რა­ტომ არ გვაქვს სა­დი­ლე­ბიო, მე­გო­ნა ხუმ­რობ­და. შემ­დეგ და­ვი­წყე საჭ­მე­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბაც. შემ­დეგ და­ი­წყო ჯო­ჯო­ხე­თი – ვე­კი­თხე­ბო­დი, რა­ტომ მე­ჯიბ­რე­ბი-მეთ­ქი. პა­სუ­ხიც არ მქონ­და. დღემ­დე ხომ ერ­თად ვცხოვ­რობთ და კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში იქ ცალ­კე ვცხოვ­რობ­დი, ცალ­კე გა­და­ვე­დი, რად­გან შემ­შა­ლა ტიპ­მა ჭკუ­ი­დან. როცა ვუ­თხა­რი, რომ მივ­დი­ო­დი, მი­თხრა, – წა­დიო. ამ დროს კა­რან­ტი­ნია, თან­ხა და­ყა­და­ღე­ბუ­ლი მაქვს ბან­კში… ვე­უბ­ნე­ბი, სად წა­ვი­დე-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა, – სა­დაც გინ­დაო, შენს ქვე­ყა­ნა­ში წა­დიო. ეგო­ნა ვერ წა­ვი­დო­დი. 2 დღე­ში და­მი­რე­კა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და მი­თხრა, რომ გავ­მდიდ­რდი და პირ­ვე­ლი შენ გა­მახ­სენ­დიო. მან მი­ქი­რა­ვა სახ­ლი, ულა­მა­ზე­სი ვე­რან­დით” – ამ­ბობს ნინა.
რო­გორც ნინა ჰყვე­ბა, მძი­მე დღე­ე­ბის მე­ო­რე ეტა­პი სწო­რედ იმ დროს და­ი­წყო, როცა მარ­ტო გა­და­ვი­და.
“ჩავ­წე­ქი, მქონ­და მძი­მე დეპ­რე­სია და პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბის ციკ­ლი და­მე­წყო მე­ო­თხე­ჯერ. ეს არის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა. 2 წელი და შვი­დი თვე მქონ­და და დღე­ში 5-ჯერ მა­ინც მქონ­და შე­ტე­ვა. ყვე­ლა დე­ლი­ვე­რის ბიჭი მცნობ­და. იქ გა­ვი­ცა­ნი ძა­ლი­ან კარ­გი გოგო, სახ­ლში მარ­ტო დარ­ჩე­ნა როცა არ შე­მეძ­ლო, მას ვთხოვ­დი დარ­ჩე­ნას ჩემ­თან. ერთხე­ლაც აღ­მოვ­ჩნდი პა­ლა­ტა­ში, აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი. გონს რომ მო­ვე­დი, ვერც მივ­ხვდი რა და­მე­მარ­თა.. და­უ­ძა­ხეს მთა­ვარ ექიმს. მკი­თხეს ჩემს შე­სა­ხებ. აქ რა­ტომ ხარო, – მკი­თხეს. არ მახ­სოვ­და არა­ფე­რი. მე გე­ტყვით რაც გჭირ­თო – ეპი­ლეფ­სი­ის შე­ტე­ვაო. პირ­ვე­ლად და­მე­მარ­თა 44 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თან ძა­ლი­ან ძლი­ე­რი. არ ვიცი, რა­ნა­ი­რად და­მე­მარ­თა. რომ გა­ვიღ­ვი­ძე, თან დაბ­მუ­ლი ვი­ყა­ვი.
როცა შე­ტე­ვა მო­მი­ვი­და, სახ­ლში მარ­ტო ვი­ყა­ვი. თავს ცუ­დად ვგრძნობ­დი და ილი­ასს და­ვუ­რე­კე, მე­უბ­ნე­ბო­და, რომ რი­გი­თი პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა გექ­ნე­ბაო. ვუ­თხა­რი, რომ მარ­თლა ცუ­დად ვარ-მეთ­ქი. ბო­ლოს მახ­სოვს, რომ ტე­ლე­ფონ­საც ვე­ღარ ვი­ჭერ­დი, რომ აღარ ვუ­პა­სუ­ხე, მო­ვი­და. პულ­სი არ მქონ­და. ბედ­ზე გა­დავ­რჩი” – ამ­ბობს ნინა.
“ახლა ვფიქ­რობ, ბო­ლო­ჯერ მაქვს ის მო­მენ­ტი, რომ ან ნუ­ლი­დან უნდა და­ვი­წყო ყვე­ლა­ფე­რი, ან მი­ნუ­სე­ბი­დან ან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვიწ­ვე­ბი. სა­ნამ წამ­ლებს დავ­ლევ ხოლ­მე, მგო­ნია, რომ უნდა ვიწ­ვე… შემ­დეგ წამ­ლებს რომ ვსვამ, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ვფიქ­რობ, რომ შევ­ძლებ და­ვი­წყო მი­ნუ­სე­ბი­დან.
როცა აქე­დან წა­ვე­დი, სა­კუ­თა­რი თავი დავ­სა­ჯე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. მე ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ვნა­ნობ და თან არც არა­ფერს. მე­ნა­ნე­ბა ჩემი თავი, რომ ერთი ადა­მი­ა­ნი არ აღ­მო­მაჩ­ნდა გარ­შე­მო, დედა, მამა, მე­გო­ბა­რი ან რო­მე­ლი­მე ქმა­რი, რო­მე­ლიც გვერ­დში და­მიდ­გე­ბო­და და მე­ტყო­და, რომ მიდი, გა­ა­კე­თე…
რაც შე­ე­ხე­ბა გეგ­მე­ბი – ახლა ჩა­მო­ვე­დი დავ­ტეს­ტე სა­კუ­თა­რი თავი, რა­ღა­ცა ერთი-ორი იდეა მაქვს. თუ ჩა­მო­ვე­დი, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი უნდა ვიყო, დრო რომ არ მქონ­დეს, მაგ დროს ძა­ლი­ან ნაკ­ლე­ბად დეპ­რე­სი­უ­ლი ვარ. ვნა­ხოთ, ნელ-ნელა ვცდი­ლობ. მე­გო­ნა, რომ უფრო გა­მი­ჭირ­დე­ბო­და აქ გა­ჩე­რე­ბა. არ მი­ჭირს, პი­რი­ქით. ჩემს დას­თან ვარ ახლა. მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბოდ­ნენ. მიყ­ვარს ტახ­ტზე ძილი, ახ­ლაც ტახ­ტზე მძი­ნავს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, მე­უბ­ნე­ბა, – შედი სა­ძი­ნე­ბელ­შიო, – არა, არ მიყ­ვარს. დღეს პირ­ვე­ლად გა­მო­ვე­დი გა­რეთ. არ მინ­და, გა­რეთ გას­ვლა. არა­ვინ მი­ნა­ხავს, არა­ვინ მე­ლა­პა­რა­კე­ბა. გა­რეთ გა­სას­ვლე­ლი რომ ვარ, მე­წყე­ბა აი, ეს შეგ­რძნე­ბა, მგო­ნია, რომ ვერ გა­ვალ”, – აღ­ნიშ­ნა მომ­ღე­რალ­მა.