აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ბრიფინგებზე დასწრების საშუალებას მისცემს არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს, არამედ გავლენიან „ტიკტოკერებს“, ბლოგერებს და არატრადიციული მედიის სხვა წარმომადგენლებს. ამის შესახებ ტრამპის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, წერს The Times.
მათ უფლება ექნებათ მიმართონ თეთრი სახლის ადმინისტრაციას აკრედიტაციისთვის, იმ შემთხვევაში თუ მათი საქმიანობა ახალი ამბების გაშუქებას უკავშირდება.
„ტრამპის თეთრი სახლი ისაუბრებს ყველა მედიასაშუალებასა და პიროვნებასთან და არა მხოლოდ ამ ოთახში არსებულ მედიის წარმომადგენლებთან, რადგან Gallup-ის ბოლო გამოკითხვების თანახმად, ამერიკელების ნდობა მედიის მიმართ ყველა დროის ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა“, – თქვა ლევიტმა.
ტრამპის პრესმდივანმა სიახლეს „რევოლუციური მიდგომა მედიისადმი“ უწოდა.