ევროკავშირის წევრი ქვეყნები გუშინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს 14-15 დეკემბრის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილობით დასკვნაშია აღნიშნული.
„ევროპული საბჭი მიესალმება სანქციების მე-12 პაკეტის მიღებას. იგი ასევე მიესალმება შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის სისხლის სამართლის დანაშაულებისა და სასჯელის განსაზღვრის შესახებ დირექტივაზე მიღწეულ შეთანხმებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციების ტექსტი კვირის დასაწყისშივე იყო შეთანხმებული, თუმცა მის დამტკიცებას ავსტრია ბლოკავდა.
ავსტრიის უკმაყოფილება გამოწვეული იყო უკრაინის მიერ ავსტრიული Raiffeisen Bank International-ი ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეყვანით.
